ერდოღანის კორტეჟს თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

ერდოღანის კორტეჟს თავს დაესხნენ

თურქეთის ჩრდილოეთით პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანის კორტეჟს თავს დაესხნენ. ტერორისტებმა კორტეჟს ხელყუმბარები ესროლეს, რომლის შედეგადაც პრემიერის დაცვის ერთი წევრი დაიღუპა. ერდოღანი მანქანაში არ იყო.

მან რაიონი, სადაც წინასაარჩევნოდ იყო ჩასული, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ვერტმფრენით დატოვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქურთთა "მუშათა პარტიამ" აიღო.