ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოხდა - კვირის პალიტრა

ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ინდონეზიის აღმოსავლეთით სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაიღუპნენ ბორტზე მყოფი მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი პაპუას სანაპიროსთან ახლოს  ზღვაში ჩავარდა.

თვითმფრინავს დასაჯდომ ბილიკამდე 500 მეტრი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ხილვადობას ართულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა - 6 ეკიპაჟის წევრი და  21 მგზავრი, რომელთა შორის 3 ბავშვი იყო. თვითმფრინავი ქალაქ სორონგოდან კაიმანის ოლქში, პაპუას აღმოსავლეთ პროვინციაში მიფრინავდა.