"აფხაზები მიხვდებიან, სად არის ჭეშმარიტება" - კვირის პალიტრა

"აფხაზები მიხვდებიან, სად არის ჭეშმარიტება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის ხატით დალოცა სრულიად საქართველო. ასევე ბრძანა, რომ ამ ხატით აქედან ლოცავს აფხაზებსაც.

"ღმერთმა მისცეს გზა ჭეშმარიტებისა აფხაზებს. გვჯერა, რომ აფხაზი ხალხი იმდენად ბრძენია და გონიერი, მიხვდება, თუ სად არის ჭეშმარიტება და ჩვენ, ყველანი, ერთად ვიქნებით.  დადგება დრო, როდესაც ჩვენ ამ ხატით ჩავალთ აფხაზეთში" - ბრძანა უწმინდესმა. ამასთანავე, ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი მუდამ ჩვენთან არის და საქართველოს ვერავითარი ხილული თუ უხილავი მტერი ვერ დაშლის და დააჩოქებს.