ბათუმში პოლიციის აღლუმი გაიმართა - კვირის პალიტრა

ბათუმში პოლიციის აღლუმი გაიმართა

6 მაისს, გიორგობას, რომელიც ხელისუფლებამ პოლიციის დღედ გამოაცხადა, ბათუმში შსს-ს აღლუმი გაიმართა. აღლუმში მონაწილეობდა ასობით პოლიციელი, სანაპირო დაცვის კატარღები და ჯავშანმანქანები. აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩაიბარეს.

პრეზიდენტმა თავის ვრცელ სიტყვაში პოლიციელებთან განაცხადა: "დღეს ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში ებრძვის ის, ვისაც უნდა კორუფციის, კრიმინალური და ორგანიზებული დანაშაულის დაბრუნება საქართველოში. ებრძვის ის, ვინც ვერ შეეგუა, რომ დაკარგა პრივილეგიები, რომლებიც მხოლოდ მათ ჰქონდათ, მხოლოდ მათი შვილები სწავლობდნენ კარგ სასწავლებლებში, ჰქონდათ სხვა ადამიანების დამცირებისა და შევიწროების საშუალება. დღეს პირველ რიგში გვებრძვის ის, ვინც ვერ აიტანა, რომ საქართველოში კარიერა კეთდება არა ნაცნობობით ან ქრთამებით, არამედ იმით, რომ უანგაროდ ემსახურო სამშობლოს, ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყნის მომავალს".