საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვია - კვირის პალიტრა

საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იმყოფებოდა. ლიტვა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაცაა.

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გვირგვინით შეამკო ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, მოინახულა ოკუპაციის მუზეუმი, ეწვია მცხეთას და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ძველი თბილისიც დაათვალიერა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისათვის. მე აქ ვიმყოფები, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი. ჩვენ გვინდა, რომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.