საქართველოს 200 მოქალაქე საფრანგეთში ლეგალურად იმუშავებს - კვირის პალიტრა

საქართველოს 200 მოქალაქე საფრანგეთში ლეგალურად იმუშავებს

საქართველოსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკებები უკვე სრულდება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის 200 მოქალაქეს საფრანგეთში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობა ექნება.

"ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ საფრანგეთში წასვლა და ლეგალურად დასაქმება, პროფესიებიც უკვე განსაზღვრულია,  ამ პროფესიებზე არსებული მოწვევების საფუძველზე გამარტივებული წესით მიიღებენ სამუშაო ვიზებს. პროფესიების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და შეირჩა ურთიერთშეთანხმებით, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ.