პატრიარქმა ტაძრის საძირკველი აკურთხა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ტაძრის საძირკველი აკურთხა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის საძირკველი აკურთხა.

ცერემონიის დაწყებამდე პატრიარქმა საზოგადოებას მიმართა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, "ქართველი მუდამ ცდილობდა ახლოს ყოფილიყო ღმერთთან, მოეპოვებინა სულიერი საუნჯე და არა მატერიალური. მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში აღევლინება ლოცვები არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის".