"რვიანის" ულტიმატუმი - კვირის პალიტრა

"რვიანის" ულტიმატუმი

"ოპოზიციური რვიანი" მმართველი გუნდისა და მიხეილ სააკაშვილისგან მათ წინადადებებზე უმოკლეს ვადაში ოფიციალურ წერილობით პასუხს მოითხოვს.

"რვიანმა" ხელისუფლებას ამომრჩეველთა აღრიცხვასა და საარჩევნო სისტემის მოდელებზე კონკრეტული წინადადებები შესთავაზა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

რვა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ნერგავს ნიჰილიზმს და ხელს უწყობს პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას, რათა თავიდან აიცილოს საარჩევნო გარემოს შეცვლა. თუ პრეზიდენტისგან პასუხს ვერ მიიღებენ, "რვიანი" პოლიტიკური კამპანიის დაწყებას გეგმავს. ოპოზიციონერები არ აზუსტებენ, როგორი შინაარსის იქნება ეს კამპანია.