ვაშაძემ ჟურნალისტები ფსიქიატრთან გაგზავნა - კვირის პალიტრა

ვაშაძემ ჟურნალისტები ფსიქიატრთან გაგზავნა

გრიგოლ ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დოკუ უმაროვი საქართველოში იმალება, ფსიქიატრიის საქმედ მიიჩნევს.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ურჩია, ფსიქიატრებს მიმართონ, როდესაც საქმე რუსული მედიის ინფორმაციას ეხება. "ჩემი რჩევა იქნება, როდესაც რუსულ პრესაში რამე იწერება ჩეჩენ ტერორისტებსა და საქართველოზე, მიმართოთ ფსიქიატრებს, რადგან ამას სამედიცინო დიაგნოზი სჭირდება.

ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს ვერ გააკეთებს. რუსეთის სამართალდამცავებს, რომლებსაც თავიანთ ტერიტორიაზე ვერ დაუმყარებიათ წესრიგი, საფრთხე იქ ელანდებათ, სადაც არ არსებობს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. რუსული პრესის მტკიცებით, "კავკასიის იმარათის" ლიდერი დოკუ უმაროვი ან საქართველოში იმალება, ან თურქეთში.