Amnesty International-ის კრიტიკული დასკვნა - კვირის პალიტრა

Amnesty International-ის კრიტიკული დასკვნა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა  გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დამნაშავეთა დაპატიმრებისას, აგრეთვე პოლიციის განყოფილებებში ცუდი მოპყრობა კვლავაც პრობლემაა.

დოკუმენტის ავტორების თქმით, შეფერხდა 2009 წლის აპრილსა და აგვისტოში ნიღბიანი პირების მიერ პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა დაშინების, ცემისა და დევნის ფაქტების გამოძიება.

Amnesty International-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად ვერ გამოიძია იმ პოლიციელების ქმედებები, რომლებმაც 2009 წლის 6 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილე რამდენიმე მოქალაქე დააზარალეს. ანგარიშის თანახმად, არ არის გამოძიებული პოლიციის სამმართველოსთან 2009 წლის 15 ივნისს მშვიდობიანი აქციის დაშლისას პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.