"ქართულმა პარტიამ" ბათუმში აქცია გამართა - კვირის პალიტრა

"ქართულმა პარტიამ" ბათუმში აქცია გამართა

"ქართული პარტიის" კოლონებს ბათუმში უპრობლემოდ არ ჩაუღწევია. პარტიის ლიდერის სოზარ სუბარის ცნობით, კოლონას სამართალდამცველებმა გზა ხარაგაულში გადაუღობეს და ბათუმისკენ წასვლის საშუალებას დიდხანს არ აძლევდნენ.

მოგვიანებით, კოლონამ აჭარაში ჩააღწია, მაგრამ "სამოქალაქო ფრონტის" ხელმძღვანელს, ჯაბა ჯიშკარიანს, მიკროავტობუსი ჩამოართვეს, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნეს. საბოლოოდ, "ქართულმა პარტიამ" ბათუმის თეატრთან ჩაატარა აქცია.

სოზარ სუბარმა, ეროსი კიწმარიშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, ჩაერთონ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.