ჩერქეზული საკითხი - კვირის პალიტრა

ჩერქეზული საკითხი

საქართველოს პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხზე მუშაობის მეორე ეტაპზე გადადის.დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა XVIII-XIX საუკუნეებში განვითარებულ მოვლენებზე სამეცნიერო საზოგადოების დასკვნა, რომლითაც ჩერქეზეთში რუსეთის იმპერიის ქმედებებს გენოციდის კვალიფიკაცია ენიჭება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ ეტაპზე გადადის და კოლეგებს მოუწოდა გონივრულ ვადაში ჩამოაყალიბონ პოზიცია. მისი თქმით, თუ კომიტეტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე შეთანხმდება, მაშინ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას ორასამდე ჩერქეზული დიასპორა ითხოვს.