ესპანეთში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

ესპანეთში მიწისძვრა მოხდა

ესპანეთში 5,3-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ქალაქი ლორკა, სადაც სტიქიას ათი კაცი შეეწირა, მრავალი კი დაშავდა. ქალაქის შენობების უმეტესობა დაინგრა. ნანგრევებში ადამიანების ძებნა გრძელდება. მომხდარის გამო მურსიას პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.