ეგვიპტეში ქრისტიანებს მხარი დაუჭირეს - კვირის პალიტრა

ეგვიპტეში ქრისტიანებს მხარი დაუჭირეს

კაიროში გაიმართა ქრისტიანების მხარდამჭერი დემონსტრაცია, რომელშიც ათასობით ეგვიპტელი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ვინც ხელს აღმართავს ქრისტიანებზე, ის ყველა ეგვიპტელს ესხმის თავს. დემონსტრანტებს ჯვრები მიჰქონდათ. ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმანებში ხმა გავრცელდა, თითქოს ქრისტიანებს ქალი, რომელსაც ისლამის მიღება სურდა, ერთ-ერთ ეკლესიაში ჰყავდათ დამწყვდეული. მუსლიმანებმა ეკლესიებზე იერიში მიიტანეს და შეტაკებაში 15 კაცი დაიღუპა.