"ფუკუსიმას" ლიკვიდატორი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"ფუკუსიმას" ლიკვიდატორი დაიღუპა

იაპონიის ატომური ელექტროსადგურის "ფუკუსიმა 1"-ის ლიკვიდატორმა მუშაობისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

60 წლამდე მამაკაცს "ფუკუსიმას" ავარიულ რეაქტორში მოწყობილობები შეჰქონდა. "ფუკუსიმას" ოპერატორის, "ტეპკოს" მტკიცებით, გარდაცვლილს რადიაციული დასხივება არ აღმოაჩნდა. იაპონური მედია ეჭვობს, რომ "ტეპკო" სიმართლეს მალავს.