აშშ-ის მიზანია, საქართველო ერთიანი ნახოს - კვირის პალიტრა

აშშ-ის მიზანია, საქართველო ერთიანი ნახოს

21 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ კომენტარის დროს

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანია, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში ინტეგრირებული ნახოს. მისივე თქმით, რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს შეთანხმებების პირობები, მათ შორის ჯარების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნების შესახებ და ეს ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას.