"ჩვენ შევძლებთ..." - კვირის პალიტრა

"ჩვენ შევძლებთ..."

- როგორც საქართველოს პროევროპული ოპოზიციის წევრი, მე მხარს ვუჭერ ვაცლავ ჰაველისა და სხვების მიერ გამოხატულ სენტიმენტებს. პრეზიდენტ

სააკაშვილისადმი ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად, გვსურს, ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული და რუსეთის უკანონო ოკუპაციისგან გათავისუფლებული ვიხილოთ. ცხადია, 2008 წლის კონფლიქტი მოსკოვში დაიგეგმა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ანგარიში დაგმობს ჩვენს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოველდღიურ რუსულ პროვოკაციებს, აჩვენებს, როგორ გაება ჩვენი მთავრობა ხაფანგში, რაც მეტად თვალსაჩინო იყო, - განაცხადა "გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და დასძინა: "თუმცა, მოცდა მოგვიწევს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები ორივე მხარემ უნდა დაიცვას. ვაჭრობისა და სტიმულების გზით ჩვენ აფხაზებსა და ოსებს რუსეთის ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. საერთაშორისო თანამეგობრობამ გაცილებთ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ქართველების ეთნიკური წმენდა აღკვეთოს. მაგრამ რუსეთისგან მომავალი საფრთხის პირისპირ ჩვენ არ გვსურს უსაფრთხოება ნათელი, ჯანსაღი დემოკრატიისა და პოლიტიკური მშვიდობის ფასად მივიღოთ. მე აფხაზებთან მოლაპარაკებების პერსონალური გამოცდილება მაქვს და ოპტიმისტურ განწყობაზე ვრჩები, რადგან ვიცი, რომ შევძლებთ ოცნების ასრულებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას მივაღწევთ არა მხოლოდ აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის, არამედ თბილისშიც პოლიტიკურ ოპონენტებს შორისაც. ორივე შემთხვევისთვის ჩვენ ევროპული მხარდაჭერა გვჭირდება".