თბილისის დეკლარაცია - კვირის პალიტრა

თბილისის დეკლარაცია

სასტუმრო "რედისონში" დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმი გაიმართა, რომელზეც თბილისის დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ცალკე პუნქტი მიეძღვნა ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს.

ფორუმში ევროპის ქვეყნების პარლამენტარები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებულია. ფორუმზე გაიმართა ჟურნალისტ ლარისა ბურაკოვას წიგნის - "რატომ გამოუვიდა საქართველოს" - პრეზენტაცია, რომელშიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყნის მიღწევებზეა ლაპარაკი.