აქცია აშშ-ის საელჩოსთან - კვირის პალიტრა

აქცია აშშ-ის საელჩოსთან

"ქართულმა პარტიამ" აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა და ვაშინგტონს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. "გაიღვიძე, ამერიკა", - ეს იყო აქციის მონაწილეების ძირითადი ლოზუნგი.

პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, ამერიკას, სურვილის შემთხვევაში, ერთ დღეში შეუძლია საქართველოში მდგომარეობის შეცვლა. ეროსი კიწმარიშვილმა ამერიკელებს მოუწოდა, რეჟიმთან მეგობრობას ნუ გადააყოლებენ ქართველ ხალხთან მეგობრობას.

აშშ-ს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ ლევან გაჩეჩილაძემაც მოუწოდა, რომლის აზრითაც, სააკაშვილის მსგავს პრეზიდენტს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა.