"სატრაბახო არაფერი აქვს"
28-09-2009
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლა შეაფასეს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი
თარგამაძე პრეზიდენტს კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გეგმებზე საუბარს უწონებს. "ეს ძალიან სწორი გზავნილია მსოფლიოსთვის, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ აშშ არ დაუშვებს ომებს", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, უხერხული მოსასმენი იყო პრეზიდენტის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ილაპარაკა. "დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტისთვის უხერხულია, როცა გაეროს ტრიბუნაზე თავს იწონებს იმით,
რომ ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს. იმაში, რომ ხელისუფალი არჩევნების, სასამართლოს, მედიისა და სხვა ინსტიტუტების დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს, სატრაბახო არაფერია", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით