ოქრუაშვილმა ჯარს მიმართა - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილმა ჯარს მიმართა

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და ჯარისკაცებს მიმართა და მათ ხალხის გვერდით ყოფნისკენ მოუწოდა.

ოქრუაშვილის თქმით, "მიხეილ სააკაშვილს არმიისადმი პათოლოგიური ზიზღი გაუჩნდა და მათ მხოლოდ აღლუმებისთვის და სხვა ქვეყნებში - ავღანეთსა და ერაყში გასაგზავნად იყენებს. ომი მხოლოდ ერთმა ადამიანმა წააგო და ამ ადამიანს სააკაშვილი ჰქვია". ოქრუაშვილმა სამხედროებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა:

"თქვენი არჩევანი ისტორიას შეცვლის, თქვენი არჩევანი სირცხვილს ჩამოგვრეცხს, თქვენი არჩევანი საქართველოს გადაარჩენს, თუ დადგებით ხალხთან, და მე პირადად ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ სხვაგვარად არც შეგიძლიათ."