ბოკერიას უფლებამოსილება გაეზარდა - კვირის პალიტრა

ბოკერიას უფლებამოსილება გაეზარდა

პარლამენტმა "უშიშროების ეროვნული საბჭოს შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით შეიტანა. უშიშროების საბჭო აქამდე სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის დაცვის ორგანიზების, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებს განსაზღვრავდა.

კანონში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, გადაწყვეტილება გიგა ბოკერიასთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.