ოკუპანტებმა ორი ქართველი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ოკუპანტებმა ორი ქართველი დაჭრეს

საჩხერის რაიონში, ჩონთოს ხეობაში, იქაური ახალგაზრდები ტყეში ჯონჯოლს აგროვებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში განლაგებულმა რუსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა ახალგაზრდების დაკავება სცადეს, შემდეგ კი მათ ცეცხლი გაუხსნეს.

შედეგად ორი მათგანი დაიჭრა. ექიმებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი 17 წლის გიორგი ლომსაძის გადარჩენა შეძლეს. ინციდენტისას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე ქართველის დაკავება მოახერხეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მომხდარი უარყოფითად შეაფასეს აშშ-ის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოკუპანტების ქმედებები საერთაშორისო დანაშაულად მიიჩნია.