განხეთქილება აფხაზურ ეკლესიაში - კვირის პალიტრა

განხეთქილება აფხაზურ ეკლესიაში

ახალი ათონის მონასტერში ორი ათასზე მეტი აფხაზი შეიკრიბა და "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია" შეიქმნა. შეკრების მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს საეკლესიო-სახალხო კრებისთვის აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანოს სტატუსის გადაცემას იმ დრომდე, ვიდრე აფხაზური ეკლესიის ინსტიტუტი სრულყოფილად არ ჩამოყალიბდება.

შეიქმნა ახალი საეკლესიო ინსტიტუტი - აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია, რომელსაც კათედრა ანაკოფია-ახალ ათონში ექნება და რომელიც ეტაპობრივად უნდა გარდაიქმნას დამოუკიდებელ აფხაზურ ეკლესიად.(?!) შეკრების მონაწილეებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს წმინდა მიტროპოლიის 12-წევრიანი საბჭო, რომელიც მმართველი ორგანო იქნება. კრებაში მონაწილეობა არ მიუღია აფხაზი სასულიერო პირების უმრავლესობას, რომლებიც ე.წ. აფხაზური ეკლესიის ხელმძღვანელს, პრორუს საეკლესიო მოღვაწე, ბესარიონ აპლიას უჭერენ მხარს.