ობამას სკანდალური სიტყვა - კვირის პალიტრა

ობამას სკანდალური სიტყვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ისრაელს 1967 წლის საზღვრებში დაბრუნება შესთავაზა. ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელმაც მსგავსი რამ განაცხადა.

ობამას აზრით, მხარეების ურთიერთშეთანხმების შედეგად უნდა შეიქმნას სიცოცხლისუნარიანი პალესტინა და უსაფრთხო ისრაელი.

ობამას განცხადებას ისრაელში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ისრაელი 1967 წლის საზღვრებს დაუბრუნდება, ეს ებრაელ ხალხს უბედურებას მოუტანს.