დემონსტრანტებმა ნატოს ბაზის აღება სცადეს - კვირის პალიტრა

დემონსტრანტებმა ნატოს ბაზის აღება სცადეს

ავღანეთში ნატოს საწინააღმდეგო დემონსტრაციები დაიწყო, რომელიც ალიანსის ძალებთან შეტაკებებში გადაიზარდა. კერძოდ, ქალაქ ტალოკანში გამართული აქციის მონაწილეებმა ნატოს ერთ-ერთი სამხედრო ბაზის აღება მოინდომეს.

სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც 12 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. სიტუაცია ავღანეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნატოს ერთ-ერთ ოპერაციას ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამის გამო ალიანსი ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმაც გააკრიტიკა.