მედვედევმა ომი გაიხსენა - კვირის პალიტრა

მედვედევმა ომი გაიხსენა

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის "რთულმა მოვლენებმა" რუსეთს საკუთარი ძალა აგრძნობინა. "ჩვენ შევძელით თავის დაცვა, ჩვენ ახლაც შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენული მიდგომა. ვგულისხმობ ურთულეს მოვლენებს, მათ შორის 2008 წლის ამბებსაც. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმისთვის, რომ ქვეყანა კი არ ჩამოშლილიყო, არამედ თავი ძლიერად ეგრძნო. რა ინტერპრეტაციაც უნდა მისცემოდა ამას სხვადასხვა ქვეყანაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის", - აღნიშნა მედვედევმა.