სტროს-კანი გირაოთი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

სტროს-კანი გირაოთი გაათავისუფლეს

ნიუ-იორკის სასამართლომ მსოფლიო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი დომინიკ სტროს-კანი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სტროს-კანს სპეციალური სამაჯურით გააკონტროლებენ და მასზე თვალთვალი დაწესდება. ასევე, ის ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, რადგან ექიმების დასკვნით, სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს თვითმკვლელობისკენ აქვს მიდრეკილება. მისი სასამართლო პროცესი 6 ივნისს გაიმართება. სტროს-კანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელმა გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა.