თურქეთში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი აღმოსავლეთ თურქეთში, კიუტახიას პროვინციაში იყო. თურქული მიწისძვრა ქართველმა სეისმოლოგებმაც დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, რეგიონში მიწისქვეშა რყევები გაგრძელდება, თუმცა ძლიერი მიწისძვრა მოსალოდნელი არ არის.