ავიაკატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. შემთხვევა პატაგონიაში, დასახლებულ პუნქტ პრაუაუნინეუსთან მოხდა. თვითმფრინავი შიდა რეისებს ასრულებდა. თვითმხილველთა ცნობით, საფრენი აპარატი ჰაერში აფეთქდა, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ დაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა ერთ-ერთი ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.