დამარცხებიდან 16 წელი გავიდა - კვირის პალიტრა

დამარცხებიდან 16 წელი გავიდა

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 16 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ

გასვლითი სხდომა ზუგდიდში მოაწყო. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი ბარამია კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტების კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.