პოლიტიკური ცემა-ტყეპა - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ცემა-ტყეპა

21 მაისს "სახალხო კრების" აქტივისტ ბესიკ დანელიას და მის მეუღლე ნათია დანელიას სცემეს. დაზარალებულთა მტკიცებით, ბესიკ დანელიას დაკავებას მეტროპოლიტენის სადგურ "ახმეტელის მეტროსთან" 5 პოლიციელისფორმიანი და 6 სამოქალაქოტანსაცმლიანი სამართალდამცველი ცდილობდა.

მისი ცოლი და დედა კი პოლიციელებს ამაში ხელს უშლიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბესიკ დანელია კიბეზე დაგორდა და ფეხი მოიტეხა. მისი მეუღლე კი, რომელიც ფეხმძიმედაა, შეხლა-შემოხლისას მიწაზე დაეცა და ხელი გადაიტყავა. ექიმების ცნობით, ორსულს ანტიტეტანუსური შრატი გაუკეთეს. ბათუმში კი უცნობმა ნიღბიანმა პირებმა "ქართული პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერ შალვა გოგიტიძეს სცემეს. "ქართული პარტია" მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს.