ევროპა რეფორმებისკენ მოგვიწოდებს - კვირის პალიტრა

ევროპა რეფორმებისკენ მოგვიწოდებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარე იერჟი ბუზეკმა საქართველოს მოუწოდა სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ ახალი რეფორმების გატარებისკენ.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბუზეკმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მისალოცია უკვე გატარებული რეფორმები, თუმცა აუცილებელია ახალი რეფორმები. თბილისში მიმდინარე დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს ხარვეზები ადამიანის უფლებების დაცვაში. ესენია:

საპატიმროების გადატვირთულობა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და სასამართლო განაჩენთა 99%-ის შესაბამისობა პროკურატურის მოთხოვნებთან. დასავლეთის ამ მოთხოვნების უგულებელყოფა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.