ღლონტი სააკაშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

ღლონტი სააკაშვილს მიმართავს

ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაეროში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, ღია

წერილით მიმართავს.

"შეგახსენებთ, ეს ის ტელეკომპანიაა, რომელსაც ლიცენზიას არ აძლევდით ხანგრძლივი დროის განმავლობაში; შეგახსენებთ, ეს ის ტელეკომპანიაა, რომელთა ჟურნალისტებიც არაერთხელ დაარბიეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა; შეგახსენებთ, ეს ის ტელეკომპანიაა, რომელსაც  ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაუმტვრიეს და წაართვეს აპარატურა; შეგახსენებთ, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის ოფისიც ააფეთქეს და ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შენობის განზრახ დაზიანების მუხლით დააკვალიფიცირა; შეგახსენებთ, რომ არც ერთი ძალადობის ფაქტი, რომელიც ჩადენილია "მაესტროს" მიმართ, გამოძიებული არ არის; შეგახსენებთ, ეს ის ტელეკომპანიაა, რომელზეც ბიზნესმენების უმრავლესობას რეკლამის მოტანა აქვთ აკრძალული; შეგახსენებთ, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის მაუწყებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხელისუფლების მიერ იკრძალება", - ნათქვამია ღია წერილში.