გოგიჩაიშვილს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

გოგიჩაიშვილს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა

ოპოზიციის აქტივისტს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გოგიჩაიშვილის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის განმარტებით, საქმეში მეორე განსასჯელს, გიორგი ალხაზიშვილს სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა და 2.500 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. ადვოკატები განაჩენს უკანონოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

გოგიჩაიშვილს მსჯავრი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობაში, გიორგი ალხაზიშვილს კი ხულიგნობაში დაედო.

საქმე ეხება წყნეთში 2009 წლის ივნისში, ირაკლი ბათიაშვილის შვილის, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დავით ლეჟავა დაიჭრა.