ხელფასს მაინც აიღებენ
28-09-2009
ლეიბორისტ კახა ძაგანიას თქმით,  მისი პარტიის წევრები ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებს არ გამოიყენებენ და პარლამენტში არ შევლენ. თუმც, კუთვნილ
ხელფასებს მაინც აიღებენ.
- ''გაბაშვილს, წიკლაურსა და მინაშვილს საკუთარ ხელფასებს არ დავუტოვებთ, ჩვენს კუთვნილ თანხებს სხვებს არ ჩავუგდებთ ხელში", - განაცხადა ძაგანიამ.
მისივე თქმით,'' ლეიბორისტული პარტიის'' წევრები ხელისუფლების ჩინოსნებისა და დეპუტატების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დახარჯვას აპროტესტებენ.
ძაგანიას მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. კორპუსმა, რომელიც სააკაშვილის სამსახურშია, წელს 11 მლნ აიღო პრემიებისა
და ხელფასების სახით.
''ლეიბორისტული პარტია'' აპროტესტებს ბიუჯეტიდან მილიონების დახარჯვას და ყოველი თვის ბოლოს პარლამენტარების მიერ დახარჯული თანხების საჯაროდ გამომზეურებას გეგმავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით