პატრიარქს 3 200-ზე მეტი ნათლული ჰყავს - კვირის პალიტრა

პატრიარქს 3 200-ზე მეტი ნათლული ჰყავს

ალავერდობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი უკვე მერვედ მონათლავს ჩვილებს. ფონდ "ლაზარეს" ცნობით, ფონდში

რეგისტრაცია 450-მდე ჩვილმა გაიარა. მათი ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

უწმინდესს უკვე 3 200-ზე მეტი ნათლული ჰყავს. პატრიარქმა ჩვილების საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე აღასრულა.