დაუბრუნეთ "ივერიას" ქართული წარწერა - კვირის პალიტრა

დაუბრუნეთ "ივერიას" ქართული წარწერა

"კონსერვატიული პარტია" სასტუმრო "რედისონის" ხელმძღვანელობას შენობაზე უცხოურის გვერდით ქართული წარწერის გაკეთებას სთხოვს. პარტიის ლიდერის,

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შენობაზე მხოლოდ უცხოური წარწერა შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ენას და არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას. ძიძიგურის თქმით, სასტუმროს მფლობელებმა პატივი უნდა სცენ ქართულ ენას. მანვე აღნიშნა, რომ პარტია ქართული ენის დაცვის კამპანიას იწყებენ და ყველა ასეთ შემთხვევას საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანს.