მენინგიტით მოსწავლე გარდაიცვალა
დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე 186-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასელი დავით გაბაიძე მენინგიტით გარდაიცვალა. სკოლის დირექციის განცხადებით, ორშაბათს
მშობლებმა აცნობეს, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. შემდეგ იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ დღეში გარდაიცვალა.