მენინგიტით მოსწავლე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მენინგიტით მოსწავლე გარდაიცვალა

დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე 186-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასელი დავით გაბაიძე მენინგიტით გარდაიცვალა. სკოლის დირექციის განცხადებით, ორშაბათს

მშობლებმა აცნობეს, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. შემდეგ იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ დღეში გარდაიცვალა.