ახალგორის ბლოკადა - კვირის პალიტრა

ახალგორის ბლოკადა

21-26 მაისს ახალგორის რაიონი ბლოკირებული იყო - ოკუპანტების კი არა, ქართული მხრიდან. არ ატარებდნენ მძიმე ავადმყოფებსაც კი, რომელთაც თბილისში გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებოდათ. ახალგორელების აზრით, ეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა.

ხელისუფლება კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ფაქტია, ახალგორის ბლოკირება 21 მაისს მოხდა, როდესაც თბილისში აქციები დაიწყო, გზა კი 26 მაისს გაიხსნა.