მაინც ჩაიბარა - კვირის პალიტრა

მაინც ჩაიბარა

რუსთაველის პროსპექტზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, საინტერესო ის იყო, მაინც ჩაატარებდა თუ არა ხელისუფლება აღლუმს.

დასავლურ ქვეყნებში მსგავსი ამბების შემდეგ, ალბათ, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდებოდა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ერთი-ორი ოფიციალური  მიღებით შემოიფარგლებოდა. თუმცა საქართველოს პრეზიდენტს გეგმაში ცვლილებების შეტანა არც უფიქრია და აღლუმიც ჩაიბარა.

"ჩვენი პასუხი "ფე-ეს-ბე"სა და პუტინის გეგმებზე იყო პოლიციის მოქმედება თბილისში, აღლუმი - დედაქალაქში, რომლის ჩაშლა ისევე ჰქონდა დაფიცებული ერთ ადამიანს, როგორც ჩემი ერთი ადგილით ჩამოკიდება პუტინს", - განაცხადა სააკაშვილმა. Mმან ნინო ბურჯანაძე სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მეხუთე კოლონა ისე მოქმედებს, როგორც არასდროს და საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.