შსს ბურჯანაძეს ამხელს - კვირის პალიტრა

შსს ბურჯანაძეს ამხელს

შსს-მ "სახალხო კრების" ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერები და "შეფიცულთა|" ერთ-ერთი ლიდერის, გადამდგარი გენერალ-მაიორის, გია უჩავას ვიდეოჩვენება გაავრცელა.

კერძოდ, უჩავა ამტკიცებს, რომ მომიტინგეები თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობებში შეჭრას გეგმავდნენ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებასაც გეგმავდნენ.

შსს-მ ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის, ანზორ ბიწაძის საუბრის ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ სამოქალაქო ომზეა ლაპარაკი. ნინო ბურჯანაძემ მასალას ფალსიფიცირებული უწოდა. სავარაუდოდ, შსს რამდენიმე ჩანაწერს კიდევ გამოაქვეყნებს.