საერთაშორისო საზოგადოებრიობა გამოძიებას მოითხოვს - კვირის პალიტრა

საერთაშორისო საზოგადოებრიობა გამოძიებას მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს 26 მაისის მოვლენების დროს მოქალაქეთა დაღუპვის გარემოებები.

ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კი შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, 26 მაისს პარლამენტის წინ აქციის დაშლისას პოლიციამ ძალა არაპროპორციულად გამოიყენა.

ევროსაბჭო შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც პოლიციელებმა ძალადობა ჟურნალისტებზეც განახორციელეს. Aანალოგიური განცხადება გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეუთოს წარმომადგენელმა მედიის საკითხებში. "ჰუმან რაითს ვოჩი" კი კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან, მიუკერძოებლად გამოიძიოს პოლიციის ქმედებები.