აქცია პოლიტიკოსების გარეშე - კვირის პალიტრა

აქცია პოლიტიკოსების გარეშე

სოლიდარობის აქცია "არა ძალადობა" ისე დასრულდა, რომ პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა თავი რუსთაველის ძეგლთან მოიყარეს, საიდანაც ათასობით მოქალაქე პარლამენტის შენობისკენ გაემართა.

აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ: 26 მაისის მოვლენების გამოძიება, დამნაშავეების დასჯა და ხელისუფლებისგან ზუსტი ინფორმაციის მიღება, თუ რამდენი ადამიანია დაღუპული და დაკარგული. აქციაზე დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი შეიკრიბა.