საცხოვრებელი სახლის მიშენება ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

საცხოვრებელი სახლის მიშენება ჩამოინგრა

თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე 9-სართულიან საცხოვრებელი სახლის მიშენება ჩამოინგრა, რასაც საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზედამხედველობის

საქალაქო სამსახურის უფროსის, ზვიად კერვალიშვილის განცხადებით, მიშენების ნგრევის მიზეზი მისი ავარიულობა იყო. გარდა ამისა, მიშენება უნებართვო იყო  და 9 ოჯახის კუთვნილებას წარმოადგენდა. საბედნიეროდ, ნგრევის დროს, მიშენებულ ფართში არავინ იმყოფებოდა. კერვალიშვილის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურს აქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიშენებების ავარიულობის გამოკვლევას. ამ პროექტის დასაფინანსებლად 70%-ს გამოყოფს მერია, ხოლო 30%-ს მოქალაქეები გადაიხდიან. სურვილის შემთხვევაში, ამხანაგობას შესაძლებლობა აქვს, მიმართოს აღნიშნულ სამსახურს, შენობას შეამოწმებენ და თუ იგი ექვემდებარება დემონტაჟს, მას ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დაანგრევს.