ირაკლი ბათიაშვილი "რუსთაველის" სახურავზე იმალებოდა - კვირის პალიტრა

ირაკლი ბათიაშვილი "რუსთაველის" სახურავზე იმალებოდა

"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ სახლში დაბრუნდა და ჟურნალისტებს თავისი "თავგადასავალი" უამბო.

მისი თქმით, იძულებული იყო, თავი კინოთეატრ "რუსთაველის" სახურავისთვის შეეფარებინა, რადგან პოლიციელები ჯერ მის დაკავებას, შემდეგ კი ლიკვიდაციას გეგმავდნენ. "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, სახურავზე გატარებული 15 საათის შემდეგ, ის ერთ-ერთმა მომიტინგემ თემქაზე, ნათესავის სახლში წაიყვანა.

ოჯახს ბათიაშვილი ტელეფონით იმ მოტივით არ უკავშირდებოდა, რომ პოლიციას არ მიეგნო. "ბოლოს კეთილისმსურველის საშუალებით ჩემს მეუღლეს შეატყობინეს, რომ კარგად ვიყავი, მაგრამ მან არ დაიჯერა", - აცხადებს ბათიაშვილი, რომლის თქმითაც პოლიცია მის დაკავებას აპირებს.