ნატო დარტყმებს აგრძელებს - კვირის პალიტრა

ნატო დარტყმებს აგრძელებს

ნატომ ტრიპოლის მორიგი დარტყმები მიაყენა. ალიანსის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ბაბ ალ-აზიზიას რაიონი იყო, სადაც ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფის რეზიდენციაა.

ნატომ დარტყმა მიაყენა ქალაქ გარიანსაც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ნატო ლიბიას 19 მარტიდან ბომბავს, თუმცა კადაფი დანებებას არ აპირებს.