ტორნადომ 132 კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტორნადომ 132 კაცი იმსხვერპლა

28 მაისის მონაცემებით, აშშ-ში, მისურის შტატ ქალაქ ჯოპლინში ტორნადომ 132 კაცი იმსხვერპლა, 150-ზე მეტი კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

ტორნადო, რომლის დიამეტრიც დაახლოებით კილომეტრს შეადგენდა, ჯოპლინს თავს რამდენიმე დღის წინ დაატყდა და ქალაქის სამხრეთი ნაწილი მიწასთან გაასწორა. 8 ათასამდე შენობა დანგრეულია, 900-ზე მეტი კაცი კი დაშავდა.