გენერალი რეტკო მლადიჩი დააკავეს - კვირის პალიტრა

გენერალი რეტკო მლადიჩი დააკავეს

სერბეთში გენერალი რეტკო მლადიჩი დააკავეს. ოფიციალურმა ბელგრადმა მლადიჩის ჰააგას ტრიბუნალისთვის გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაიწყო.

გაეროს უშიშროების საბჭომ სერბეთს ეს ნაბიჯი მოუწონა. რეტკო მლადიჩი 1992-1995 წლების კონფლიქტისას სამხედრო დანაშაულშია ეჭვმიტანილი, თუმცა ბევრი სერბი მას გმირად მიიჩნევს. 1992 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინა იუგოსლავიის შემადგენლობიდან გამოვიდა, რასაც ბოსნიელი მუსლიმანების, სერბებისა და ხორვატების მონაწილეობით ომი მოჰყვა. კონფლიქტმა 100 ათასამდე კაცი შეიწირა.